სერია A. XXIX ტური: ტურინში მილანის

სერია A. XXIX ტური: ტურინში მილანის "ინტერს" ქულები დააკარგვინეს

18 მარტს იტალიის სერია A-ს 29-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ტურინში "ტორინო" მილანის "ინტერს" დაუპირისპირდა და 2:2 დაუზავდა. მასპინძელთა რიგებში თავი დანიელე ბაზელიმ და აფრიე აკუამ გამოიჩინეს, სტუმართა მეგოლეები კი ჟოფრეი კონდოგბია და ანტონიო კანდრევა არიან.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის მთავარ მეგოლეებს, ანდრეა ბელოტისა და მაურო იკარდის თავი არაფრით გამოურჩევიათ.

"სან სიროზე" "მილანმა" "ჯენოას" უმასპინძლა და ჩილელი მატიას ფერნანდესის გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა.

შაბათი. 18 მარტი
ტორინო-ინტერი 2:2
გოლები: 0:1 კონდოგბია (27), 1:1 ბაზელი (33), 2:1 აკუა (59), 2:2 კანდრევა (62)

მილანი-ჯენოა 1:0
გოლი: 1:0 მ. ფერნანდესი (33)

კვირა. 19 მარტი
ემპოლი-ნაპოლი 15:30
ბოლონია-კიევო 18:00
კროტონე-ფიორენტინა 18:00
სამპდორია-იუვენტუსი 18:00
კალიარი-ლაციო 18:00
ატალანტა-პესკარა 18:00
უდინეზე-პალერმო 21:00
რომა-სასუოლო 23:45

1. იუვენტუსი - 70 ქულა; 2. რომა - 62; 3. ნაპოლი - 60; 4. ლაციო - 56; 5. ინტერი - 55.
წყარო: sportall.ge
456 ნახვა
19-03-2017, 00:13
ავტორი: aTTiLa
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!