ნანკა  კალატოზიშვილი - „გულის ამრევი ქალაქი...“

ნანკა კალატოზიშვილი - „გულის ამრევი ქალაქი...“

ნანკა კალატოზიშვილი თბილისის დღევანდელ მდგომარეობაზე სოც ქსელში წერს:

„გულის ამრევი ქალაქი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. იმდენად ბინძურია, ყოველ ჩასუნთქვაზე სპაზმი გიჩნდება. 13 ივნისი, „მზიურის“ თაობა როდის გაიზრდებით და მოხვალთ მთავრობაში, თაობა, რომელსაც დირექტივის გარეშე გიყვართ ქალაქი, ბუნება, ერთმანეთი. როგორ გელოდებით“
პოსტთან საკავშირბით არაერთი ჟურნალლისტი დაუკავშირდა ერთ-ერთ ინტერვიუში კი ეს პოსტი განმარტა :
ახლაც ვდგავარ ქუჩაში და მახრჩობს გამონაბოლქვი. ამ ქალაქში სუნთქვა შეუძლებელია. ჩემი აზრი „ფეისბუქზე“ გამოვთქვი ამ საკითხთან დაკავშირებით. არც ერთი ადამიანი არ მოვიდა ქალაქის მთავრობაში, რომელსაც ქალაქი ეყვარებოდა. არ ვიცი, სად გავასეირნო ჩემი შვილი, რომელ ქუჩაზე გავიყვანო, ყველგან ჰაერი დაბინძურებულია და ეს იგრძნობა, შიშით დავდივარ. გავრცელებულია კიბო და ლეიკემია და აშკარაა, რომ ეს ჰაერის დაბინძურების გამო ხდება. გულისრევის შეგრძნებით დავდივარ თბილისში.
მაინტერესებს, ის ადამიანები, რომელთაც ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლიათ, რანაირად დადიან ამ ქალაქში? მათი ოჯახის წევრები, შვილები და თავად იმავე ჰაერს არ სუნთქვავენ? გამონაბოლქვი კლავს. ყველამ იცის, რომ ეს მანქანების ბრალია.


სპეციალურად: GOGA.TV-სთვის
3762 ნახვა
20-04-2017, 12:51
ავტორი: elli.b
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!