goga.tv
Goga.tv
gzavmili
გოგა ბითაძის

გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსმა" ახალგაზრდულ ევროლიგაზე მადრიდის "რეალი" დაამარცხა

ახალგაზრდული, 18-წლამდელთა ევროლიგის ფინალურ ტურნირში, რომელიც სტამბოლში, ევროლიგის ოთხთა ფინალის პარალელურად იმართება, ქართველი ცენტრის სერბულმა გუნდმა შესანიშნავი სტარტი აიღო.

კლასიკური ევროლიგის ოთხთა ფინალისგან განსხვავებით, 18-წლამდელთა ევროლიგის ფინალურ ეტაპზე 8 გუნდმა მოიყარა თავი: B ჯგუფი: ბელგრადის "მეგა ბიმაქსი", მადრიდის "რეალი", სტამბოლის
"ფენერბაჰჩე" და კაუნასის "ჟალგირისი". A ჯგუფი: მოსკოვის ცსკა, ბელგრადის "ცრვენა ზვეზდა", "ბარსელონა" და ფრანგული "პარიზი".

დიდების ევროლიგის ოთხთა ფინალი, რომელშიც ცსკა "ოლიმპიაკოსს" შეხვდება, ხოლო "ფენერბაჰჩე" "რეალს", სტარტს 19 მაისს აიღებს. 18-წლამდელთა ევროლიგის მონაწილენი კი ჯერ ჯგუფურ ეტაპს მოილევენ, შემდეგ კი ოთხთა ფინალს ითმაშებენ.

პირველ ტურში ბითაძის გუნდმა "რეალი" იმსხვერპლა - 75:65. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26:40 წუთი გაატარა. 211 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველმა 6-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. საბოლოოდ ბითაძის ანგარიშზე 7 ქულა, 8 მოხსნა და 3 დაფარება დაგროვდა. ქართველ ცენტრს პასივში საკმაოდ ბევრი - 6 დაკარგვა ჰქონდა. ბელგრადელებს ნიკოლა მიშკოვიჩმა 20 ქულით, 10 მოხსნით, 5 პასითა და 4 ჩაჭრით ულიდერა. 13 ქულა მიითვალა იგორ დრობნიაკმა.

A ჯგუფის მატჩში ცსკა-მ "ცრვენა ზვეზდას" 84:80 მოუგო, ხოლო "პარიზმა" "ბარსელონას" 85:66 სძლია.
წყარო: sportall.ge
489 ნახვა
19-05-2017, 00:03
ავტორი: aTTiLa
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!