goga.tv
Goga.tv
gzavmili
ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს - ჰერბერტ ზალბერი

ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს - ჰერბერტ ზალბერი

გერმანელმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით დონდუასთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ჰერბერტ ზალბერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და ის, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, სრულად იზიარებს ამ პოზიციას.

მან ასევე დაამატა, რომ როგორც ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და არ სცნობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალში, ჩატარებულ არჩევნებს.

თუმცა, მას არ გაუკეთებია განმარტება უშუალოდ იმ სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან ოკუპირებული ცხნივალის ე.წ. პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
320 ნახვა
19-05-2017, 10:03
ავტორი: news
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!