goga.tv
Goga.tv
gzavmili
უზნაძის ქუჩაზე ყელგამოჭრილი გოგო იპოვეს

უზნაძის ქუჩაზე ყელგამოჭრილი გოგო იპოვეს

უზნაძის ქუჩაზე ყელგამოჭრილი გოგო იპოვეს. ფაქტი "რუსთავი 2"-ს შსს-ში დაუდასტურეს. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

მეზობლების ინფორმაციით, 19 წლის გოგო დეიდის სახლში ცხოვრობდა. მათი თქმით, დილით ოჯახის წევრები გოგონას ვერ დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც, ის მოკლული ნახეს. მეზობლები ასევე აცხადებენ, რომ გოგონა ბიძაშვილთან ერთად ცხოვრობდა სახლში, რომლის ადგილსამყოფელიც ამ დროისთვის უცნობია.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

rustavi2.ge
1462 ნახვა
17-07-2017, 08:34
ავტორი: news
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!