ფაჰრიე ევჯენი - როგორ გახდა ის ცნობილი?

ფაჰრიე ევჯენი - როგორ გახდა ის ცნობილი?

ფაჰრიე ევჯენი პოპულარული მსახიობი გახდა სერიალში ''შემოდგომა'' ნეჯლის როლის შესრულების შემდეგ. ფაჰრიე დაიბადა და ცხოვრობდა გერმანიაში, ერთხელაც გადაწყვიტა თურქეთში დასასვენებლად წასვლა. ბოდრუმში დასვენების დროს გოგონა ეწვია ოია აიდოგანის შოუს მაყურებლის სტატუსით. ოიას მოეწონა მომღიმარი და ლამაზი გოგონა და შოუს შემდეგ ფაჰრიესთან მივიდა. ამ შოუს ესწრებოდა ოიას მეგობარი პროდუსერი იბრაგიმ მერტოგლუ. ოიამ ისინი ერთმანეთს გააცნო, და პროდუსერმა სთხოვა ფაჰრიეს ტელეფონის ნომერი. დასვენების დასრულების შემდეგ ფაჰრიე გერმანიაში დაბრუნდა, მას სრულიად დავიწყებული ჰქონდა ამ შემთხვევის შესახებ, როდესაც ტელეფონის ზარი შემოვიდა. პროდუსერმა მას შესთავაზა ძალების მოსინჯვა კინოში. თავდაპირველად გოგონა კატეგორიულ უარს ამბობდა. მას სურდა სწავლის გაგრძელება ფილოსოფიის მიმართულებით. მაგრამ ტელეფონის ზარები არ წყდებოდა, იბრაგიმი ყოველ დღე ურეკავდა და დათანხმებას სთხოვდა. ბოლოს და ბოლოს ფაჰრიე გადაარწმუნეს, თავდაპირველად მან მიიღო პატარა როლი სერიალში ''Asla Unutma'', შემდეგ იყო სერიალი ''Hasret''. მაგრამ ნამდვილი პოპულარობა ვარსკვლავს მაინც სერიალმა ''შემოდგომამ'' მოუტანა.

სპეციალურად: GOGA. TV - ისთვისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
1533 ნახვა
11-08-2017, 15:20
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!