მერვე ბოლუგური - როგორ გახდა ის ცნობილი?

მერვე ბოლუგური - როგორ გახდა ის ცნობილი?

ლიცეუმში სწავლის დროს მერვე იყო არაკომუნიკაბელური და საკუთარ თავში ჩაკეტილი გოგონა. მას არ ჰყავდა მეგობრები, ის არავის უხსნიდა თავის გულს. თუ არ მოხდებოდა ის მოვლენა მის ცხოვრებაში, ალბათ ვერავინ შიტყობდა მერვე ბოლუგურის შესახებ. მას თვითონ არასდროს ჰყოფნიდა გამბედაობა წასულიყო კასტინგზე, რათა მიეღო სერიალში როლი ან მოდების ჩვენებაში მონაწილეობა. მერვეს ძმა მოდელად მუშაობდა, ერთხელაც გადაღებების შემდეგ მან გადაწყვიტა ძმის მონახულება. რომელიღაც უცნობმა მამაკაცმა დაინახა მერვე, მივიდა მასთან და მისცა თავისი სამოდელო სააგენტოს სავიზიტო ბარათი. ერთი კვირის გასვლის შემდეგ მერვემ ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა მხოლოდ წაეკითხა ამ სააგენტოს მისამართი. ის გაკვირვებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინა, რომ სამოდელო სააგენტო სულ რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობდა მისი სახლიდან. ''ეს ნიშანია!''-გაიფიქრა მერვემ, მოიკრიბა გამბედაობა და ეწვია სააგენტოს. ექვსი თვის შემდეგ მერვე თურქული სერიალების ვარსკვლავი გახდა.


სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
289 ნახვა
12-08-2017, 15:57
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!