სილამაზის გაკვეთილი - 4 რჩევა

სილამაზის გაკვეთილი - 4 რჩევა

1. იმისთვის, რომ მაკიაჟი გაიკეთოთ, აუცილებელია სახის კანის მომზადება. გაიწმინდეთ სახის კანი და წაისვით დამატენიანებელი კრემი. მხოლოდ ამ პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ მაკიაჟის გაკეთება.

2. როდესაც ტონალური კრემი ღიაა ან მუქია კანის ფერთან შედარებით, თქვენი სილამაზისთვის კარგ როლს არ ასრულებს. სანამ შეიძენთ კარგი იქნება თუ ნიმუშს კანზე წაისვავთ და დააკვირდებით ბუნებრივი სინათლის ქვეშ.

3. იმისთვის, რომ მიღოთ ლამაზი წარბები, ვიზაჟისტები რეკომენდაციას გვაძლევენ გამოვიყენოთ სპეციალური ჩრდილები წარბებისთვის. თუ გამოიყენებთ ამისთვის თვალის ფანქარს, მაშინ ის აუცილებლად წარბების ბუნებრივ ფერთან შედარებით ერთი ტონით ღია უნდა იყოს.

4. პუდრის გამოყენება რეკომენდირებული არ არის მთელ სახეზე, პუდრი მხოლოდ Т-ზონაზე უნდა წაისვათ.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
1300 ნახვა
25-09-2017, 14:20
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!