ოკან იალაბიკი: ''მე მსახიობი ვარ და არა ვარსკვლავი!''

ოკან იალაბიკი: ''მე მსახიობი ვარ და არა ვარსკვლავი!''

მსახიობმა ოკან იალაბიკმა ინტერვიუ მისცა ჟურნალ Tempo-ს. სიტყვაძუნწმა, ყოველთვის დაკავებულმა მსახიობმა ამჯერად პრესასთან პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

-მას შემდეგ, რაც ''დიდებული საუკუნის'' გადაღებები დასრულდა, აიღეთ შვებულება. თქვენ წახვედით დასასვენებლად. რომელია თქვენი საყვარელი ადგილი დასვენებისთვის?
-ჩემმა ოჯახმა რვა წლის წინ შეიძინა სახლი აივალიკში. ისინი წავიდნენ საცხოვრებლად იქ და ატარებენ ზამთარს და ზაფხულს. მე შესაძლებლობისამებრ ჩავდივარ აივალიკში. განსაკუთრებით იქ შემოდგომის გატარება მიყვარს. მე საერთოდ ბუნებაში ყოფნა მომწონს, მშვიდ ადგილას, მაგალითად ზღვის ნაპირას. მე არ მჭირდება არანაირი პირობები-ძვირადღირებული სასტუმროები და მდიდრული კლუბები.

-თქვენი ოჯახის შესახებ გვიამბეთ.
-მე მყავს უფროსი ძმა. მამაჩემი სავაჭრო საქმიანობაშია ჩართული, დედა ბანკში მუშაობს. ჩემი ძმა კალათბურთს თამაშობდა, შემდეგ დაამთავრა უნივერსიტეტი. ახლა ის რეჟისორად მუშაობს, იღებს სარეკლამო რგოლებს.

-თქვენ გავხართ მას?
-დიახ, მე ხშირად ვამჩნევ საკუთარ თავს, რომ ისე ვიქცევი, როგორც ჩემი ძმა.

-რას ნიშნავს თქვენთვის პოპულარობა? თვლით თავს ვარსკვლავად?
-არა, მე ნამდვილად არ ვარ ვარსკვლავი. მე მიყვარს ჩემი სამუშაო. გადავწყვიტე მსახიობი გავმხდარიყავი ჯერ კიდევ ბავშვობაში და აზრადაც კი არ გამივლია, რომ სხვა პროფესია მექნებოდა. პოპულარობა ეს მხოლოდ სამსახიობო პროფესიის თანამგზავრია.

-გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ სერიალის მეორე სეზონის შემდეგ თქვენ პროდუსერებს პირობა დაუყენეთ: ''ან მომკალით, ან ორჯერ გამიზარდეთ ჰონორარი!'' ეს სიმართლეა?
-რა თქმა უნდა, არა! სცენარი აქამდე დიდი ხნით ადრე დაიწერა და ეს ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ჩემი გმირი კვდებოდა. მე ნამდვილად გამიზარდეს ჰონორარი 8 000-დან 15 000 თურქულ ლირამდე, მაგრამ მე არანაირი პირობა არ დამიყენებია. ზოგადად წუწუნი და ისტერიკები არ მახასიათებს!

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
1065 ნახვა
25-09-2017, 14:21
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!