სელმა ერგეჩის ნათელი ფერები

სელმა ერგეჩის ნათელი ფერები

დედა-გერმანელი მედდა, მამა-თურქი ექიმი...ბავშვობის და მოზარდობის წლები გერმანიაში გაატარა...მეგობრების ნაკლებობა, საკუთარ თავში ჩაკეტილობა...180 გრადუსით შეიცვალა მისი ცხოვრება, როდესაც პირველად მოსინჯა თავი კინოში...ინგლისში ცხოვრების პერიოდი-მედიცინა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, იოგა...და ამასთან ერთად სამოდელო ბიზნესი.
ის ამ როლების გარდა ჩვენს წინაშე წარდგა ჰატიჯე სულთანის როლით სერიალში ''დიდებული საუკუნე''. დღეს ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ მისი ინტერვიუ, რომელიც ჟურნალ ELLE-ს მისცა.

-გამოცდილი და კულტურული მსახიობი, რომელიც ბუნებრივად ლამაზია...მხოლოდ ასეთ კომენტარებს შეიძლება შევხვდეთ თქვენს შესახებ სოციალურ ქსელში.
-დამიჯერეთ ამას სპეციალურად არ ვაკეთებ (იცინის). მე ამას განსაკუთრებულ ძალისხმევას არ ვახმარ. ჩემი იმიჯი თავისით შეიქმნა და ამაში ჩემი დამსახურება არ არის.

-თუ თქვენს ცხოვრებას კიბეს შევადარებთ. მაშინ რას იტყვით, რომელ საფეხურზე ხართ?
-თუ თქვენ უსასრულო კიბეს გულისხმობთ, მაშინ მე სადღაც შუაში ვარ. მაგრამ როგორ განვსაზღვროთ ეს შუა ადგილი უსასრულობის შემთხვევაში? მე არასდროს მქონია ისეთი სურვილი, რომ რაღაც მიზნისთვის მიმეღწია. არა, მე ამბიციური ვარ, მაგრამ არასდროს ვჩერდები, როდესაც რაღაცას მივაღწევ ყოველთვის ვფიქრობ, როგორ გავაკეთო უფრო მეტად კარგად. მე მუდმივად ვცდილობ უკეთესი გავხდე და ჩემს თავს ვეჯიბრები.

-თქვენი ოჯახი ცხოვრობს გერმანიაში. რატომ აირჩიეთ თურქეთი?
-ეს თავისით მოხდა, მე არაფერი დამიგეგმავს. აქ პრაქტიკისთვის ჩამოვედი, რადგან სამედიცინო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. თურქეთში შემომთავაზეს ფილმის გადაღებებში მონაწილეობის მიღება და მე დავრჩი.

-ანუ მსახიობის პროფესია თქვენს ცხოვრებაში სრულიად შემთხვევით გამოჩნდა?
-მე თავდაპირველად მივიღე, როგორც გატაცება, და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გავხდებოდი ექიმი. რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანია, რომელთაც მიიღეს სამედიცინო განათლება და შემდეგ მსახიობები გახდნენ. მაგრამ ჩემთვის რთული იყო შემეთავსებინა სწავლა და მუშაობა კინოში. მე ავირჩიე ბოლო მათგანი. მაგრამ ეს გადაწყვეტილება თვითონ არ მიმიღია. ცხოვრებამ ამ გზაზე დამაყენა.

-თუ თქვენ შვილები გეყოლებოდათ, გაზრდიდით მათ თურქეთში? თუ თქვენ სხვა გეგმები გაქვთ?
-მე მიყვარს თურქეთი. ყველა ჩემი მეგობარი თურქია. ისინი მიყვებიან, რომ მათ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვები აქ კარგად იქნებიან.

სელმა ერგეჩის ნათელი ფერები

სელმა ერგეჩის ნათელი ფერები

სელმა ერგეჩის ნათელი ფერები

სელმა ერგეჩის ნათელი ფერები


სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
516 ნახვა
26-09-2017, 16:08
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!