სწორი დილის საიდუმლო

სწორი დილის საიდუმლო

დილას დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი დღის განწყობისთვის. სწორედ ამ დროს შეგიძლიათ ერთმანეთს დაუკავშიროთ თქვენი სხეული და სული. თქვენთვის უნდა შეარჩიოთ აქტივობა, რომელსაც აქვს მედიტაციური თვისებები. ეს დაგეხმარებათ დღის სწორად ორგანიზებაში.
ფოკუსირება მოახდინეთ თქვენს სხეულზე. დაკავდით იოგით, ველოსიპედით სეირნობით ან უბრალოდ გაასეირნეთ ძაღლი პარკში. დაუთმეთ მხოლოდ 10 წუთი სუნთქვას, რათა ბოლომდე შეიგრძნოთ თქვენი ფიზიკური მდგომარეობა.
იგრძენით ბედნიერება. თქვენს ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ დადებითი ენერგიით გავსებენ. გამონახეთ ერთი წუთი, რათა ეს ფაქტი დააფასოთ. შეეცადეთ შეიგრძნოთ ბედნიერების ვიბრაცია.
აირჩიეთ ის საქმიანობა, რაც ყველაზე მეტად გამშვიდებთ: გაუთოება, კერვა, ქსოვა, ხატვა ან მუსიკა. შემდეგ კი წარმოთქვით სიტყვები:
-''მე სინათლესა და სიკეთეს ვასხივებ''.
-''მე მაქვს მშვენიერი სხეული, ჩემი გონება ბრწყინავს, ჩემი სული მშვიდადაა.''
-''სირთულეების გადალახვა შემიძლია, ჩემი პოტენციალი კი ამოუწურავია.''
-''მე ჯანმრთელი ვარ''.
დღის ამგვარი დაწყება დაგეხმარებათ დატვირთვის სწორად განაწილებაში. ახლა მზის ამოსვლისთანავე თქვენ იბრწყინებთ და იგრძნობთ როგორ ივსება თქვენი სული და სხეული აუცილებელი ენერგიით. მხოლოდ ისღა გრჩებათ, რომ მაღვიძარა ერთი საათით ადრე დააყენოთ.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
523 ნახვა
27-09-2017, 13:48
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!