ბეაზიდის მემკვიდრის ბოლო სიყვარული

ბეაზიდის მემკვიდრის ბოლო სიყვარული

მსახიობი იასემინ ალენი, რომლიც ცნობილია სერიალიდან ''დიდებული საუკუნე'' ახლა მონაწილეობას იღებს სხვა რეიტინგულ პროექტში სერიალში ''Şeref Meselesi''.
იასემინმა თავის ინტერვიუში ისაუბრა პირად ცხოვრებაზე და წარმატებებზე პროფესიულ კარიერაში.

-თქვენ წარმოშობით ინგლისელი ხართ, მაგრამ ბავშვობა გაატარეთ თურქეთში, ხოლო მოზარდობის წლები ავსტრალიაში. ახლა თურქეთში ცხოვრობთ. რომელი ქვეყნის მოქალაქე ხართ?
-მე დავიბადე თურქეთში, აქვე დავასრულე დაწყებითი სკოლა. ჩემი ადრეული მოგონებები სწორედ თურქეთთან არის დაკავშირებული. სახლში ჩვენ ინგლისურად ვლაპარაკბდით, მაგრამ ძიძა თურქი მყავდა. მასთან მე თურქულად ვსაუბრობდი. შემდეგ ჩვენ ავსტრალიაში გადავედით საცხოვრებლად, იქ სრულიად სხვა ცხოვრება დაიწყო. საბოლოო ჯამში მე სამ სრულიად განსხვავებულ კულტურაში გავიზარდე. ამ კუთხით ძალიან გამიმართლა.

-რატომ დაბრუნდით მაინც და მაინც აქ?
-იმიტომ, რომ აქ გავიზარდე. მე ვიგრძენი, რომ აქ რაღაც დაუსრულებელი ისტორია დამრჩა...

-თქვენ ძალიან ლამაზი ქალი ხართ. ალბათ მამაკაცებს თავბრუს ახვევთ და ძალისხმევის გარეშე იღებთ მათგან იმას, რაც გსურთ.
-ცხოვრებაში ყველაფერი იყო...მე მიმიტოვებია მამაკაცი, და მეც მიღალატეს...მაგრამ მე ამ მამაკაცებზე არც კი გავბრაზებულვარ იმიტომ, რომ ნამდვილად არ ვიყავი შეყვარებული. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ახლა ვარ მზად რომ განვიცადო ნამდვილი გრძნობა. თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ნებისმიერმა ღალატმა შეიძლება მძიმე ჭრილობა მომაყენოს.

-ახლა თქვენ მსახიობ არმან ოუზთან ერთად ხართ. რამდენადაც ერთი პროფესია გაქვთ, ალბათ მხოლოდ ხელოვნების, კინოსა და სერიალების შესახებ საუბრობთ.
-რა თქმა უნდა, ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს. მაგრამ ჩემი აზრით, ამის გარდა ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა საერთო ინტერესი. საერთოდ მე და არმანი ძალიან ვგავართ ხასიათით.

ბეაზიდის მემკვიდრის ბოლო სიყვარული

ბეაზიდის მემკვიდრის ბოლო სიყვარული

ბეაზიდის მემკვიდრის ბოლო სიყვარული

ბეაზიდის მემკვიდრის ბოლო სიყვარული


სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
745 ნახვა
27-09-2017, 13:50
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!