ამერიკაში მცხოვრები დოთ არტის მიმდევარი ქართველი ხელოვანი

ამერიკაში მცხოვრები დოთ არტის მიმდევარი ქართველი ხელოვანი

წარმოშობით ქუთაისელი ნატალია ფხაკაძე ამერიკაში 1999 წელს ჩავიდა. პროფესიით მათემატიკოს ქალბატონს მაშინ სულაც არ უფიქრია, რომ ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით საკუთარ თავში მხატვრობის ნიჭს აღმოაჩენდა. მისი სტილი ძალიან გამორჩეული და ორიგინალურია, შესაბამისად ნებისმიერ მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს:

-ნატალია, რატომ მაინცდამაინც დოთ არტი?
-ძალიან გამიჭირდება ამ კითხვას ვუპასუხო. ეს ყველაფერი სრულიად შემთხვევით, თავისთავად მოხდა ტრანსპორტით მგზავრობისას. ჩანთაში მხოლოდ საწერი კალამი აღმომაჩნდა და დავიწყე ფურცელზე წერტილების დასმა. ეს ყველაფერი კი შემდგომ ნახატად გადაიქცა. აი, ასე დაიწყო ყველაფერი.

-რა მასალით მუშაობთ?
-თითქმის ყველაფრით, რასაც თავად ნამუშევარი მოითხოვს მაგ: საწერი კალმით, ფანქრით, ჩხირებით და სხვ.

ამერიკაში მცხოვრები დოთ არტის მიმდევარი ქართველი ხელოვანი


-თქვენი ნამუშევრები თუ შეიძლება რომ ასე ითქვას, ორმაგ სახეს ატარებენ, ერთის მხრივ, სხვა გამოსახულება უფრო ღრმა დაკვირვებით უამრავ საინტერესო ფიგურას და სცენას მოიცავს, ამას როგორ ახსნით?
-ნამდვილად ვერ ავხსნი. მუშაობის დროს სულ სხვა ძალა მეძლევა და თავადაც ვერ ვაანალიზებ როგორ იქმნება ეს სცენები.

-შეგიძლიათ აღწეროთ რამდენიმე ნამუშევარი?
-ძალიან მიყვარს „სიყვარულით გაბრუებულნი“. მასში აუცილებლად დაინახავთ ქალებს, რომლებიც სიყვარულის მორევში ცურავენ. ასევე საინტერესოა სურათი სახელწოდებით „I Know You”. მასში წინა პლანზე ბიჭია გამოკვეთილი, რომელიც გარშემომყოფების სახეებზე წუხილს კითხულობს. ასევე მიყვარს „ორი კუ“, მათ ბაქნები ყვავილებით აქვთ დაფარულნი და ერთმანეთს ერწყმიან.

ამერიკაში მცხოვრები დოთ არტის მიმდევარი ქართველი ხელოვანი


-საინტერესო ჩვევა გაქვთ, თქვენი ყველა ნამუშევარი ნიუ-იორკის მეტროში იქმნება.
-სწორედ ასეა. მიყვარს მეტროში მუშაობა. არ ვიცი რატომ, მაგრამ შთაგონება ვაგონში შემოსული ხალხისგან, მათი სახეებისგან, ემოციებისგან და ქცევებისგან მოდის. ნებისმიერი სიტუაცია და მომენტი, რასაც მგზავრობის დროს ჩემი თვალი დაინახავს, ჩემს შემოქმედებაში გადმომაქვს.

-ნამუშევრების რეალიზაციას როგორ ახერხებთ?
-ჯერ არც ერთი ჩემი ნამუშევრის რეალიზაცია არ მომიხდენია. მინდა ხალხმა უკეთესად გაიცნოს ჩემი შემოქმედება და ღრმად ჩაიხედოს მის არსში. შემდეგ კი ამაზეც ვიფიქრებ.

ამერიკაში მცხოვრები დოთ არტის მიმდევარი ქართველი ხელოვანი


-როგორც ვიცი, 8 ოქტომბერს, სტეიტენ აილენდზე დაგეგმილ „თბილისობის“ დღესასწაულზე იღებთ მონაწილეობას.
-დიახ, ბევრი ქართველი ხელოვანის ნამუშევრებთან ერთად ჩემი სურათებიც გამოიფინება. ეს პირველი საჯარო გამოფენა იქნება, სადაც უამრავი ქართველი ემიგრანტი მოვა და ყველას გავაცნობ და გავუზიარებ ჩემს შემოქმედებას.

ავტორი: ქეთი იმერლიშვილი
სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
1540 ნახვა
28-09-2017, 15:28
ავტორი: GOGATV
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!