იდეალური კანისა და კარგი განწყობის ინგრედიენტები

იდეალური კანისა და კარგი განწყობის ინგრედიენტები

1. კომპლექსური მიდგომა
ბუნებრივია, კანის მოვლა-რთული პროცედურაა. სწორი კვება, სრულყოფილი ძილი, სპორტი-მნიშვნელოვანი ელემენტებია, რომლებიც ჩვენს სხეულს და ორგანიზმს ეხმარება სილამაზისა და ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში. მაგრამ, სათანადო ყოველდღიური მოვლის გარეშე კანი კარგავს ელასტიურობას და სინაზეს.
მსუბუქი მასაჟი შხაპის შემდეგ დამატენიანებელი ლოსიონით, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კანის ელასტიურობასა და სინაზეს. ხოლო საყვარელი არომატის შერჩევა დაგეხმარებათ კარგი განწყობის შექმნაში!

2. SPA-განტვირთვა
როდესაც გრძნობთ, რომ ძალები აღარ გაქვთ და სასწრაფოდ გჭირდებათ განტვირთვა-ეცადეთ თავს რამდენიმე საათი დაუთმოთ, რომ უბრალოდ ცხელი აბაზანა მიიღოთ. დროებით არაფერზე იფიქროთ, გამორთეთ მობილური, დარჩით საკუთარ თავთან მარტო. ნახევრად სიბნელე, არომატული სანთლები და მსუბუქი მუსიკა.

3. დაიტენიანეთ კანი
ნუ დაგავიწყდებათ იმის შესახებ თუ, როგორ მნიშვნელოვანია კანის ღრმა წმენდა. თუ კანს არ დაიტენიანებთ ფორები შეწყვეტენ სუნთქვას, ვინაიდან ამ დროს იბლოკება ჟანგბადის მიწოდება. ამიტომაც ნუ დაივიწყებთ მინიმუმ კვირაში ერთხელ სკრაბების გამოყენებას იმისთვის, რათა კანი უფრო ღრმად და ეფექტურად დაიტენიანოთ.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
590 ნახვა
29-09-2017, 18:18
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!