თურქეთის ეკრანებზე ახალი ისტორიული სერიალი გამოჩნდება!

თურქეთის ეკრანებზე ახალი ისტორიული სერიალი გამოჩნდება!

ამ სეზონზე თურქეთში ახალი ისტორიული სერიალის პრემიერა იქნება. ფილმი მოგვითხრობს სულთან მეჰმედ დამპყრობლის ეპოქაზე, რომელმაც 1553 წელს დაიპყრო კოსტანტინოპოლი და დაარსა ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი.

სერიალში მთავარ როლს ასრულებს ცნობილი თურქი მსახიობი კენან იმირზალიოღლუ. პროექტის პროდუსერები დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ტოვებდნენ იმას, თუ ვინ შეასრულებდა ქალის მთავარ როლს. ახლა ცნობილი გახდა, რომ ბიზანტიის დედოფალ თეოდორას როლს შეასრულებს მსახიობი ტოპრაკ საალამი.

კენან იმირზალიოღლუ და ტოპრაკ საალამი უკვე მუშაობდნენ ერთად სერიალ ''ბოდრუმის ზღაპარში''.
ჯერ უცნობია, ვინ შეასრულებს სულთანის შეყვარებულის ფატიჰას როლს. ამ როლზე კანდიდატების შერჩევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
1789 ნახვა
29-09-2017, 18:18
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!