გაიარეთ 6 სტადია პარტნიორთან ურთიერთობაში

გაიარეთ 6 სტადია პარტნიორთან ურთიერთობაში

შეთავსება
ეს სიტყვა იმას ნიშნავს, რომ თქვენ ორივემ თავი ერთ მთლიანობად იგრძენით. თქვენი გემოვნება დაემთხვა, საერთო ინტერესები გაქვთ, ერთმანეთის კარგად გესმით. ეს არის ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული სტადია. თქვენ შეყვარებული და აღფრთოვანებული ხართ თქვენი საყვარელი მამაკაცით.

დიფერენციაცია
ეს არის ურთიერთობის რთული ფაზა. ამ დროს თქვენ დაინახავთ განსხვავებას თქვენს ინტერესებს შორის. დიფერენციაციის სტადიაში თქვენ შეიძლება მიხვდეთ, რამდენად განსხვავებულები ხართ ერთმანეთისგან. ეცადეთ არ გაღიზიანდეთ და არ იკამათოთ. მიიღეთ ის ფაქტი, რომ თითოეული თქვენგან განსხვავებულია და თავისი თვალსაზრისი აქვს.

კვლევა
თქვენ გიჩნდებათ იმის საჭიროება, რომ დარჩეთ მარტო და შეამოწმოთ რამდენ ხანს შეძლებთ უერთმანეთოთ ყოფნას. ჩვეულებრივ პარტნიორები მიდიან მეგობრებთან, შვებულებას იღებენ, მაგრამ ამ დროის განმავლობაში შესაძლებელია ერთმანეთსაც უღალატონ.

დაახლოება
ურთერთობის გამოკვლევის შემდეგ ხდება დაახლოება. შეყვარებულები ისახავენ საერთო მიზნებს და ქმნიან ოჯახს. ამ დროის განმავლობაში ისინი საერთო ინტერესებით ცხოვრობენ, სიამოვნებით ატარებენ ერთად დროს და ყოველი დღით ბედნიერები არიან.

თანამშრომლობა
ამ ეტაპზე წყვილები ''ოჯახური ბუდის აშენებას'' ცდილობენ. ისინი აწყობენ ოჯახურ ცხოვრებას, ერთმანეთზე ზრუნავენ. პატივს სცემენ ერთმანეთის ინტერესებს და კარიერას.

სინერგია
ეს არის ეტაპი, როდესაც ოჯახი ნამდვილი გუნდი ხდება. წყვილს საერთო ინტერესები აქვთ, ერთი საქმე. ზრდიან ბავშვებს, დადიან სტუმრად და დიდი სიამოვნებით ატარებენ ერთად დროს. მთელი ოჯახი ბედნიერია.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
2118 ნახვა
30-09-2017, 14:35
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!