მერემ უზერლის კიდევ ერთი პრობლემა ახალ სერიალთან

მერემ უზერლის კიდევ ერთი პრობლემა ახალ სერიალთან

როგორც ცნობილია, ახალი სერიალის გადაღებები, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ თურქული კინოს ვარსკვლავებს მერემ უზერლისა და მურატ ილდირიმს, უნდა დაწყებულიყო იანვარში. სამწუხაროდ სერიალის პროდუსერები იძულებულები გახდნენ თავიანთი გეგმები შეეცვალათ და გადაღებები სექტემბრისთვის გადაიტანეს.

როგორც გაირკა ამ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ არაბული მხარის წარმომადგენლებმა, რომლებიც თურქული კომპანიის პარტნიორები იყვნენ, არ მოიწონეს არც ერთი სცენარი, რომელიც ფილმისთვის დაიწერა.
რომანტიკული სერიალის სცენარის შეკვეთა, სცენარისტების ხუთ სხვადასხვა ჯგუფს მიეცა. საერთო ჯამში პროექტზე მუშაობდა 17 სცენარისტი ოთხი თვის განმავლობაში.

სულ ცხრა სცენარი იყო, მაგრამ არც ერთი დამტკიცდა. უფრო მეტიც, სცენარისტებს სამუშაოსთვის ანაზღაურება არ მიუღიათ.


სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
939 ნახვა
2-10-2017, 13:06
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!