მერემ უზერლი: ''მე კივანჩთან ერთად ვიმუშავებდი''

მერემ უზერლი: ''მე კივანჩთან ერთად ვიმუშავებდი''

მსახიობი მერემ უზერლი, რომლის ეკრანზე დაბრუნებასაც მილიონობით ადამიანი ელოდა, თაყვანისმცემლებს სამომავლო გეგმებს უზიარებს. მერემი პირველად გამოტყდა, რომ ოცნებობდა კივანჩ ტატლიტუგთან ერთად მუშაობაზე.
''პრესაში წერდნენ, რომ ჩემი პარტნიორი ახალ სერიალში იქნება კივანჩი. რა კარგი იქნებოდა!-ამბობს მერემი-მე ძალიან მიყვარს ის! ეს უბრალოდ სუპერ-მსახიობია! და როგორც ადამიანი ის შესანიშნავი მეწყვილეა. რა თქმა უნდა, მე მინდა მასთან მუშაობა!''
სამწუხაროდ ეს ოცნება მას არ აუხდა. მიუხედავად ამისა, მერემი არ კარგავს იმედს, რომ მომავალში იმუშავებს ამ ნიჭიერ და მიმზიდველ მსახიობთან ერთად.
''როდესაც მე საკუთარ თავს სარკეში ვუყურებ, მე ვერ ვხედავ ვერანაირ ვარსკვლავურ ბრწყინვალებას''-ხუმრობს მერემი მოულოდნელ პოპულარობაზე და ფენომენალურ წარმატებაზე.
როგორც ცნობილია, მსახიობი ნახევრად თურქი და ნახევრად გერმანელია. ''დედისგან მემკვიდრეობით გერმანული პუნქტუალურობა მივიღე, ხოლო მამისგან აღმოსავლური ტემპერამენტი და ემოციურობა''-ამბობს მერემი.
''მე მიყვარს თურქული სამზარეულო. სახლში ხშირად ვამზადებ საჭმელს თურქული რეცეპტებით''. როგორც ირკვევა ვარსკვლავური სტატუსი არ უშლის ხელს სახლის სიმყუდროვით დატკბობაში და საყვარელი კერძების მომზადებაში.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
459 ნახვა
3-10-2017, 18:29
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!