ფაჰრიე ევჯენი: ''სიყვარული ზოგჯერ გვამწუხრებს''

ფაჰრიე ევჯენი: ''სიყვარული ზოგჯერ გვამწუხრებს''

მას უყვარს წიგნები ფილოსოფიაზე, ის 29 წლისაა და უკვე 11 წელია, რაც კინოს სამყაროში ადგილი დაიმკვიდრა. მიუხედავად ამისა, ის ამბობს: ''მე მხოლოდ ახლა დავიწყე ჩემი სამსახიობო კარიერა!''
დღეს გვინდა მისი ინტერვიუ შემოგთავაზოთ, რომელიც ჟურნალ ELLE-ს მისცა.

-თქვენ ალბათ ყველაზე ლამაზი გოგონა იყავით კლასში, მასწავლებლების საყვარელი მოსწავლე და თქვენი ოჯახისთვის პრინცესა?
-მე ოჯახში ყველაზე უმცროსი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ზედმეტად არასდროს მანებივრებდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება ზღაპრული პრინცესას ცხოვრებას ჰგავდა. რა თქმა უნდა, მე უფრო მეტ უფლებას მაძლევდნენ, რადგან ყველაზე პატარა ვიყავი...მე ძალიან მიყვარს ჩემი უფროსი დები! თითოეულ მათგანთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ მე არასდროს ვყოფილვარ განებივრებული, ჭირვეული ბავშვი.

-თქვენ ასაკთან შედარებით მეტად უფროსი ჩანხართ, რაც თქვენს ქცევაში გამოიხატება.
-არა, მე ასე არ ვფიქრობ. მე მაქვს ისეთი ხასიათის თვისებები, რომელთა წყალობითაც ხალხი სერიოზულად აღმიქვამს. შეიძლება ეს იმიტომ არის ასე, რომ მიზანდასახული ვარ. მაგრამ ზოგჯერ ვგრძნობ ჩემს შიგნით როგორ იღვიძებს პატარა გოგონა. მაშინ მე ბავშვივით გულწრფელი და პირდაპირი ვარ.

-თქვენ მთავარი როლი შეასრულეთ ფილმში ''Aşk Sana Benzer''. თქვენი პარტნიორი გადაღებებზე იყო ბურაკ ოზჩივიტი, რომელიც ამავდროულად ფილმის პროდუსერიც იყო. მან შეგაქოთ თქვენი მუშაობისთვის.
-დიახ, ეს არის მგზნებარე და ლამაზი სიყვარულის ისტორია. ჩვენმა გმირებმა განიცადეს აღმასვლა და დაცემა, წარმატება და წარუმატებლობა. ფილმის გადაღებები მხიარულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა! ჩვენ ხუთი შესანიშნავი კვირა ბოდრუმში გავატარეთ.

-რას ნიშნავს თქვენთვის სიყვარული?
-უკვე თვითონ სიტყვა ''სიყვარულში'' არ შეიძლება იყოს რაიმე უარყოფითი. ეს არის განსაკუთრებული და მშვენიერი გრძნობა. სიყვარული ადამიანებს დადებით ენერგიას აძლევს, მათ ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო ხდება. როდესაც შეყვარებული ხართ, ყველაფერი საუკეთესოდ გეჩვენებათ. დიახ, ზოგჯერ სიყვარული გვამწუხრებს კიდეც, შეიძლება ჩვენი ოცნებები დაინგრეს...მაგრამ ეს ნებისმიერ ურთიერთობაშია. ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება ნამდვილი ბედნიერება განგვაცდევინოს! ამიტომაც სიყვარული ჩვენთვის ფასეულია.

-რას პასუხობდით ბავშვობაში როდესაც გეკითხებოდნენ: ''ვინ გახდები, როცა გაიზრდები?''
-საინტერესოა, მაგრამ მე ამდაგვარს არაფერს მეკითხებოდნენ. სიმართლე რომ გითხრათ ჩემს მომავალ პროფესიაზე არც ვფიქრობდი, არაფერზე ვოცნებობდი. როდესაც უფროს კლასებში ვიყავი, მე რამდენიმე საგანმა გამიტაცა და აი შემდეგ დავიწყე ფიქრი იმიაზე, თუ ვინ მინდოდა, რომ გავმხდარიყავი.

-და რა საგნები იყო?
-ფილოსოფია და სოციალური მეცნიერებები. მე ვმერყეობდი ფილოსოფიისა და ფიქოლოგიის შესწავლას შორის. და მაინც, ჩემი არჩევანი სოციოლოგიაზე შეჩერდა. როგორც ხედავთ მე მსახიობობაზე არც კი ვფიქრობდი. მე მხოლოდ ფილოსოფიითა და სოციოლოგიით ვიყავი გატაცებული, ვკითხულობდი უამრავ წიგნს ამ თემატიკაზე. მე ახლაც თავისუფალ დროს ვკითხულობ ამ თემაზე წიგნებს.

ფაჰრიე ევჯენი: ''სიყვარული ზოგჯერ გვამწუხრებს''

ფაჰრიე ევჯენი: ''სიყვარული ზოგჯერ გვამწუხრებს''


სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
708 ნახვა
4-10-2017, 14:49
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!