თმის ცვენა: 7 პროდუქტი, რომელიც თმის ცვენას შეაჩერებს

თმის ცვენა: 7 პროდუქტი, რომელიც თმის ცვენას შეაჩერებს

1. თევზი. თევზი მდიდარია ომეგა-3-ით, რომელიც კარგად მოქმედებს თავის კანზე. ომეგა-3-ის დეფიციტი იწვევს კანის გამოშრობას, ქერტლის გაჩენას და თმის ცვენას. თუ თქვენ გინდათ თმის გაძლიერება, მაშინ აუცილებელია თქვენს რაციონში თევზის ჩართვა. გარდა ამისა, თევზი მდიდარია ვიტამინი В12-ით და რკინით, რომელიც ასევე კვებავს თმას.

2. თხილი. თხილიც ასევე მდიდარია ვიტამინი ომეგა-3-ით და შეუძლია თმის გაძლიერება. ჩართეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში თხილი და თქვენ შეამჩნევთ თმა როგორ სწრაფად გაიზრდება და შეწყვეტს ცვენას.

3. მწვანე ბოსტნეული. შპინატი, რუკოლა მდიდარია А ვიტამინით, რომლის დახმარებითაც კანი არ შრება და თმა კიდევ ცოცხლდება.

4. მარცვლეული. მარცვლეული მდიდარია თუთიით, რკინით და В ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც კარგად მოქმედებს თმის ჯანმრთელობაზე. დაუმატეთ თქვენს რაციონში ბრინჯი, სიმინდი, ხორბალი.

5. ფრინველის ხორცი. ცილა სასარგებლოა არა მხოლოდ მთლიანი ორგანიზმისთვის, არამედ თმის ჯანმრთელობისთვისაც. ეს პროდუქტი აძლიერებს თმას და აჯანსაღებს.

6. კვერცხი. კვერცხი ასევე მდიდარია ცილებით და ვიტამინი В12-ით. ეს პროდუქტი სასიკეთოდ მოქმედებს თმის ზრდასა და გაძლიერებაზე.

7. ლობიო. ლობიო ასევე არის ცილის წყარო, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი თმისთვის.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
532 ნახვა
6-10-2017, 15:40
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!