ყველაზე რეიტინგული სერიალის ახალ სეზონს თურქეთში გადაიღებენ?

ყველაზე რეიტინგული სერიალის ახალ სეზონს თურქეთში გადაიღებენ?

ანტალიაში იგება მსოფლიოში ყველაზე დიდი კინოსტუდია. კურორტის მერმა მედერეს ტიურელმა უკვე მიიღო წერილი სერიალ ''Game of Thrones-ის'' პროდუსერებისგან, რომ პროექტის ახალი სერიები ანტალიაში გადაეღოთ.

ულტრათანამედროვე სტუდია განთავსებული იქნება ათი ათას აკრზე მეტ ტერიტორიაზე. ყველა საპროექტო სამუშაო უკვე დასრულებულია და მშენებლობისთვის თანხმობაც უკვე გაცემულია.

გარდა ახალი კინოსტუდიისა ანტალიის ხელმძღვანელობის გეგმებში შედის კინომატოგრაფიული აკადემიის შექმნა.
ქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც ახალი კინოსტუდია აშენდება, კურორტი შეძლებს კოლოსალური შემოსავლის მიღებას.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
905 ნახვა
6-10-2017, 15:41
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!