ჯანმრთელი თვალები - რჩევები

ჯანმრთელი თვალები - რჩევები

1. დაიცავით ძილის რეჟიმი. უძილობა ცუდ გავლენას ახდენს ჩვენს თვალებზე. თუ ვერ გამოვიძინებთ, ისინი იღლება. ადამიანი, რომელიც არ იცავს ძილის სწორ რეჟიმს, ხშირად აწყდება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა თვალის სიმშრალე, ცრემლდენა, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, გაღიზიანება. იმისთვის, რომ ამ პრობლემებს თავი დავაღწიოთ უნდა გვეძინოს დღე-ღამეში არა ნაკლებ 7-8 საათისა.

2. ნუ დაივიწყებთ მზის სათვალეებს. ზაფხულის მზიან დღეებში ჩვენი თვალები შეიძლება ულტრაიისფერმა სხივებმა დააზიანოს. იმისთვის, რათა მხედველობას გაუფრთხილდეთ, ატარეთ მზისგან დამცავი სათვალეები.

3. მოიშორეთ მაკიაჟი დაძინებამდე. სანამ დასაძინელბად დაწვებით მოიშორეთ მაკიაჟი მთელი სახიდან. თუ მაკიაჟით დაიძინებთ ასე თქვენს სახის კანს სტრესულ სიტუაციას შეუქმნით. ამასთან ერთად, მაკიაჟის მოხვედრამ თვალში შესაძლოა მისი გაღიზიანება გამოიწვიოს.

4. მოიხსენით კონტაქტური ლინზები, როდესაც დასაძინებლად დაწვებით. თუ თქვენ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, მაშინ ნუ დაგავიწყდებათ მისი მოხსნა დაძინებამდე. თვალებს სჭირდება ჟანგბადის მუდმივი მიწოდება, რომელსაც ლინზები ხელს უშლის.

5. ნუ იმუშავებთ ცუდად განათებულ ოთახში. ამის შედეგად ჩვენ იძულებულები ვართ თვალები დავძაბოთ, ეს კი მათთვის კარგი არ არის.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
1055 ნახვა
7-10-2017, 15:59
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!