მეჰმეტ გიუნსერის ახალგაზრდობის საიდუმლო

მეჰმეტ გიუნსერის ახალგაზრდობის საიდუმლო

ათასობით თაყვანისმცემელის საყვარელმა, ქარიზმატულმა და ნიჭიერმა ქმარმა და მამამ მეჰმეტ გიუნსერმა ინტერვიუ მისცა ჟურნალ ELLE-ს.

-ყველამ იცის, რომ თქვენ ყოველი შესაძლებლობისამებრ ცდილობთ იტალიაში წასვლას. იქ თქვენ ყველაფრისგან ისვენებთ...ამჯერადაც მიდიხართ იქ დასასვენებლად?
-არა ახლა ასე არ არის. იტალიაში მე მუშაობას განვაგრძობ. რა თქმა უნდა, მე რომში სულიერად ვისვენებ. იქ მე დროს ოჯახთან, ბავშვებთან ერთად ვატარებ. მაგრამ იქაც არის პრობლემები, რომელიც ყოველდღიური ცხოვრებისგან ჩნდება.

-მაგალითად?
-ყველაზე ხშირად ეს ბავშვებს ეხებათ. უნდა შევზღუდო მათი თავისუფალი დრო სკოლის შემდეგ, უნდა დავეხმარო საშინაო დავალების გაკეთებაში...ჩვეულებრივი რუტინაა. პარალელურად მე იტალიაში ვაგრძელებ მუშაობას, ვმუშაობ ჩემს პროექტებზე.

-თქვენი ყოველდღიური ცხოვრება რომში და სტამბულში ერთმანეთისგან განსხვავდება?
-რა თქმა უნდა, ეს სრულიად განსხვავებულია, რადგან ქვეყნებიც სხვაა. რომში ადამიანები ერთამენთისგან დაშორებულნი არიან, იქ ასეთი ახლო ურთიერთობა არ აქვთ ადამიანებს, როგორც თურქეთში.

-გიყვართ ბავშვები?
-რა თქმა უნდა!

-ყველა მსახიობს თავისი მოთხოვნა აქვს: მე ამას არ გავაკეთებ, ასე არ შევასრულებ ამ როლს... როგორ ფიქრობთ მსახიობს აქვს უფლება ასეთი მოთხოვნები ჰქონდეს?
-არა, რა თქმა უნდა! ეს ჩემთვის ძალიან უცნაურია. ეს საერთოდ შინაგანი ცენზურის საკითხია. როგორც მსახიობები ჩვენ ნამდვილები უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც საზღვრები. მაგალითად, თურქეთში სრულიად ჩვეულებრივი სცენა კოცნით, შეიძლება დასრულდეს განხილვითა და აჟიოტაჟით.

-დრო თქვენთვის თითქოს გაჩერებულია, თქვენ პრაქტიკულად გარეგნულად არ შეიცვლილხართ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რაშია თქვენი ახალგაზრდობის საიდუმლო? ამის გამო რაღაცას აკეთებთ, თუ მემკვიდრეობითია?
-მე ორივეზე ვფიქრობ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს გარეგნობას დიდ დროს ვუთმობ. მე პერიოდულად ვიკეთებ კანის პროცედურებს, ვიყენებ კრემებს. მაგრამ ვცდილობ მშვიდად ცხოვრებას, კომფორტულად და ბედნიერად. ალბათ ამაშია ჩემი ახალგაზრდობის საიდუმლო.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
729 ნახვა
8-10-2017, 15:07
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!