მიჰრინის სულთანი მოდის კანონთან წინააღმდეგობაში

მიჰრინის სულთანი მოდის კანონთან წინააღმდეგობაში

მსახიობი ბერაკ ტიუზანატაჩი, რომელიც მონაწილეობდა სერიალში ''დიდებული საუკუნე'', ისევ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა.
2010 წელს პრესაში გამოჩნა ფოტოები, სადაც ბერაკი კოცნიდა აივანზე თავის მაშინდელ შეყვარებულ შაჰან გოკბაკარს. ფოტოები გამოქვეყნდა ორიგინალური სათაურით ''ჩვენგან ვერ დაიმალები!''

გაბრაზებულმა მსახიობმა ტელეარხის და მისი პროდუსერის ომიურ ვაროლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მან მოითხოვა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თანხა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ''აივანი-ეს ღია ადგილია, საზოგადოებრივი გამოყენებისთვის, ამიტომაც არ შეიძლება ვისაუბროთ პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევაზე. ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აქვს ფოტოს გამოქვეყნების უფლება, რომელიც ზოგადი თავშეყრის ადგილას იქნება გადაღებული.'' სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი.

თუმცა მსახიობი ამით არ დაკმაყოფილდა. მან აპელაცია მოითხოვა და გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება სტამბულის უზენაეს სასამართლოში. თუმცა აქაც ის იმედგაცრუებული დარჩა. საერთო ჯამში ფინანსური დანაკარგები, რომელიც მან სასამართლოებში დახარჯა 228 თურქულ ლირას შეადგენდა, რა თქმა უნდა, აქ არ შედის ის თანხა, რაც მან ადვოკატის მომსახურებისთვის გადაიხადა.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
1091 ნახვა
9-10-2017, 14:59
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!