პრობლემური კანის მოვლა - 3 მარტივი რჩევა

პრობლემური კანის მოვლა - 3 მარტივი რჩევა

1. გაწმენდა. პრობლემური კანისთვის აუცილებელია კანის გაწმენდა, დაგროვილი ჭუჭყის, ჭარბი ცხიმისა და მაკიაჟის ნარჩენებისგან. გაიწმინდეთ სახე დღეში ორჯერ-დილით და საღამოს. არ გამოიყენოთ აგრესიული პროდუქტები სახის წმენდისას, რადგან მათ შესაძლოა გაღიზიანება და ინფექცია გამოიწვიონ. ასევე უნდა გაიწმინდოთ არა მარტო სახე, არამედ სხეული და გარეცხოთ ყველაფერი, რაც მათ ეხებათ-პირსახოცი და თეთრეული.

2. დატენიანება. დიახ, თუნდაც პრობლემური კანი საჭიროებს დამატებით დატენიანებას, მიუხედავად იმისა, რომ ის გამოიმუშავებს საკმარის ცხიმს. რეკომენდირებულია ისეთი კრემების მოძებნა, რომელთა შემადგენლობაშიც შედის რეტინოლი. სწორედ ეს კომპონენტი ეხმარება სახის კანს აღდგენაში. დამატენიანებელი კრემის ყოველდღიურად გამოყენება სახის კანს ეფექტურ შედეგს უკვე ერთ კვირაში მისცემს.

3. აღდგენა. აკნესთან ბრძოლის შემდეგ რეკომენდირებულია აღდგენითი პროცედურების ჩატარება, რომელიც სახის კანს ბუნებრივ ფერს აძლევს და ამცირებს ჯირკვლბის აქტივობას. იკვებეთ სწორად და დაიცავით წყლის ბალანსი. სწორედ ასე შეძლებთ ჯანსაღი კანის დაბრუნებას.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
556 ნახვა
10-10-2017, 14:37
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!