ისინი ვინც ქალის ცრემლებზე და ადამიანურ ემოციებზე ღლიცინებთ, ცხოველები ხართ და არაადამიანები -ცისნამი საყვარლიშვილი ნიუ-იორკიდან

ისინი ვინც ქალის ცრემლებზე და ადამიანურ ემოციებზე ღლიცინებთ, ცხოველები ხართ და არაადამიანები -ცისნამი საყვარლიშვილი ნიუ-იორკიდან

იმ დროს როცა მე სამსახურის საქმეებში ყელამდე ვარ ჩაფლული, საქართველოში პოლიტიკური ციებ-ცხელებაა.
პირველ რიგში, როდემდე უნდა იყოს, ასეთ გაწევ-გამოწევები მოქალაქეების თუ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიერ გამართულ მშვიდობიან აქციებზე?! არ გვრცხვენია ხალხო?! როდის უნდა გაიზარდოს პოლიტიკურად ჩვენი საზოგადოება? აკი, დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ?! ეს ყველაფერი სამარცხვინოა. ყოველი არჩევნების წინ ასეთი ფიზიკური დაპირისპირებები, დაჭერები და სანახაობები. #ბრძოლა #სკამებისთვის. ამასობაში კი #საწყალ #ხალხზე არავინ ფიქრობს, მხოლოდ პოლიტიკოსთა გადახლართული ამბიციები!
მეორე რაც თვალში მომხვდა, ახალგაზრდა ქალის ცრემლები, რომლის არსებობა რუსთავი ორის ვიდეოთი გავიგე. ვთვლი, რომ საკმაოდ ჰუმანური პიროვნებაა და ეს ემოციები რაც გამოხატა, საყვარელი ადამიანის დაკავების დროს, ძალიან სათუთი, ბუნებრივი და ადამიანურია. დიახ, პოლიტიკოსები ასეთები უნდა იყვნენ, მათ ადამიანური თვისებები უნდა გააჩნდეთ. მე უარესს ვიზამდი მის ადგილას და როცა საქმე საყვარელ ადამიანს ეხება ყველაფერი გეკეტება, მგრძნობიარე ხდები.
ყველაფერი მაგრად იქნება, საყვარელო თინა. ნამდვილი ადამიანები შენს გვერდით ვართ.
ჩემი სოლიდარობა მას და მის მეუღლეს.
ხოლო ისინი ვინც ქალის, მეუღლის ცრემლებზე და ადამიანურ ემოციებზე ღლიცინებთ, ცხოველები ხართ და არაადამიანები!
7721 ნახვა
10-10-2017, 22:31
ავტორი: GOGATV
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!