თბილისობა ნიუ-იორკში

თბილისობა ნიუ-იორკში

8 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, კერძოდ სტეიტენ აილენდზე „Wolfe’s Pond Park“-ში ქართველმა ემიგრანტებმა თბილისობის დღესასწაული აღნიშნეს. აღსანიშნავია, რომ იგივე დღესასწაული ადრეც ჩატარებულა, მაგრამ წელს, ქართული კულტურის ცენტრი „ფესვების“ დამაარსებლების, ივანე გოდერძიშვილის და შორენა ბარბაქაძის ორგანიზატორობით და Georgian Union-ის დამფუძნებლის, ზვიად ზივზივაძის ხელშეწყობით, დღესასწაულმა დიდი მასშტაბი მიიღო.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ნიუ-იორკის რამდენიმე უბნიდან უფასო ავტობუსები ემსახურებოდათ. იქ მისულმა უამრავი სტუმრის რიცხვმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ ქართველი ხელოვანები, სპორტსმენები, მომღერლები, მოცეკვავეები და ა.შ. ტრადიციულად დაიწურა ყურძენი, მომზადდა ფელამუში, ამოივლო ჩურჩხელები... პარალელურად პარკის ტერიტორიაზე, რამდენიმე ქართული რესტორანი ქართულ ტრადიციულ კერძებს სთავაზობდა სტუმრებს.
„უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს. ბევრი დიდი ხნის უნახავი მეგობარი შეახვედრეს ერთმანეთს, ძალიან მომეწონა ქართველი მხატვრების და დიზაინერების გამოფენა-გაყიდვა, ბევრი საინტერესო ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. რაც მთავარია, აქ იგრძნობოდა ქართული სული. არაჩვეულებრივი კონცერტი იყო ცნობადი სახეებით. გავერთეთ და განვიტვირთეთ. იმედი მაქვს, ეს ერთჯერადი სახის არ იქნება და კიდევ განმეორდება“-თამარ გაგიშვილი
„თბილისობის ასეთი დღესასწაული პირველად ჩატარდა ნიუ-იორკში. ვაღიარებ, რომ კარგად იყო ორგანიზებული. იყო ფართო მასშტაბიანი და ხანგრძლივი ღონისძიება. მონაწილეობდნენ მომღერლები, მოცეკვავეები, წარმოდგენილი ჰქონდათ ქართული პროდუქცია, როგორც საკვების, ასევე ხელნაკეთი ნივთების სახით. მიუხედავად მცირედი ხარვეზისა, აღნიშნულმა დღემ კარგად ჩაიარა და ათასობით ქართველს გაულამაზა ემიგრანტული ცხოვრება“-ლადო დარბაიძე
„სიმართლე გითხრათ, ასეთ დღესასწაულს არ ველოდებოდი. ამდენი ქართველი, სანახაობები, მონატრებული სამზარეულო, რაღაც მომენტში თავი თბილისშიც კი მეგონა. ვისურვებდი, რომ ყოველ წელს უფრო დახვეწილიყოს. უსაზღვროდ ბედნიერი და დადებითი მუხტით მივდივარ სახლში“- ნათია ქოროღლიშვილი

თბილისობა ნიუ-იორკში
თბილისობა ნიუ-იორკში
თბილისობა ნიუ-იორკში
თბილისობა ნიუ-იორკში
თბილისობა ნიუ-იორკში
თბილისობა ნიუ-იორკში
თბილისობა ნიუ-იორკში
თბილისობა ნიუ-იორკში
თბილისობა ნიუ-იორკში
თბილისობა ნიუ-იორკში


ავტორი: ქეთი იმერლიშვილი
ფოტოების ავტორი: ლადო დარბაიძე
5386 ნახვა
10-10-2017, 23:10
ავტორი: GOGATV
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!