საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მესამე მატჩშიც დამარცხდა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მესამე მატჩშიც დამარცხდა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მესამე შეხვედრა გამართა ევროპირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე და ისევ დამარცხდა, ამჯერად გასვლაზე ფარერის კუნძულების ნაკრებთან 1:3-ზე.

ტორსჰავნის თითქმის ცარიელ სტადიონზე მასპინძლებმა თავადაც ითამაშეს და მეტოქესაც მისცეს თამაშის საშუალება. 22-ე წუთზე მეინჰარდ ოლსენმა გახსნა ანგარიში, რომელსაც მცველებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, ცოტა ხანში სწრაფი კონტრშეტევისას ჯაკუპ ოლსენმა ლამაზი დარტყმით მეორედ დალაშქრა ჩვენი გუნდის კარი. მერე ტეიტ იაკობსენმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და თამაშის შემოტრიალების იმედი გაჩნდა, მაგრამ 39-ე წუთზე იმავე იაკობსენმა უკვე ლაზარე კუპატაძის კარში გაიტანა გოლი და გუნდები შესვენებაზე 3:1-ზე გავიდნენ.

მეორე ტაიმში გია გეგუჩაძის შეგირდები კვლავ ფლობდნენ ინიციატივას, მომენტებიც ქონდათ, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს, ეს მატჩიც წააგეს და 3 ჯგუფის აუტსაიდერები არიან.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: კუპატაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, შულაია, ხარაიშვილი, მოხევიშვილი (67. ბერიძე), ჩაკვეტაძე, არაბიძე, მიქელთაზე, არველაძე (46. კოხრეიძე)

დღეს ამავე ჯგუფში დანიამ სტუმრად ფინეთი გაანადგურა (5:0) და 12 ქულით ლიდერია, ხოლო პოლონეთმა სტუმრად ლიტვას 2:0 მოუგო და 7 ქულით მეორე ადგილზეა.
წყარო: sportall.ge
319 ნახვა
11-10-2017, 00:00
ავტორი: aTTiLa
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!