ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებში რჩება!

ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებში რჩება!

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს კვლავ ილიას ზუროსი გაწვრთნის.

ამის დაწერა უკვე შეიძლება, თუმცა აქვე განმარტებაა საჭირო: ბერძენ სპეციალისტთან კონტრაქტი არ გაფორმებულა, იგი ოფიციალურად საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ჯერ არ არის. თუმცა, როგორც კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა მიხეილ გაბრიჩიძემ გვითხრა, შეთანხმება მიღწეულია, მწვრთნელი უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოვა და ხელშეკრულებაც გაფორმდება.

ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრების მესაჭედ 2016 წელს იგორ კოკოშკოვის ნაცვლად დაინიშნა. მასთან ერთად ჩვენმა გუნდმა ევრობასკეტი 2017-ის მოსამზადებელი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა, წლეულს კი ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა.

24 ნოემბერს საქართველოს ნაკრები თავის ისტორიაში პირველად ჩაერთვება მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდა - გერმანიასთან, სერბეთთან და ავსტრიასთან. კარსმომდგარი მატჩების წინ მთავარი მწვრთნელის შეცვლა ნამდვილად არ იქნებოდა გამართლებული, მით უმეტეს, რომ ილიას ზუროსის კომპეტენციაშიც არ შეიძლება ეჭვის შეტანა.

ასე რომ, ახლო მომავალში იგი თბილისში გვეწვევა, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგება.
წყარო: sportall.ge
248 ნახვა
11-10-2017, 00:02
ავტორი: aTTiLa
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!