თაფლი და თავის მოვლა

თაფლი და თავის მოვლა

1. სახის დატენიანებისთვის და კვებისთვის. თაფლი კოსმეტოლოგიაში სულ უფრო მეტად მოთხოვნადია. ის აქტიურად იცავს კანს სიმშრალისგან და ნაადრევი ნაოჭებისგან, ასევე ატენიანებს და კვებავს კანს სასარგებლო ვიტამინებით და მიკროელემენტებით.

2. თმის გაჯანსაღებისთვის. იმისთვის, რომ თმას ბზინვარება და სისქე დავუბრუნოთ, აუცილებელია რეგულარულად ვიკეთოთ თაფლის ნიღბები. ეს პროდუქტი თმას არარეალურ ბზინვარებას მისცემს, ხელს შეუშლის თმის ბოლოების გაყოფას და იქნება შესანიშნავი კონდიციონერი თმისთვის. ასევე თაფლის დახმარებით შეგიძლიათ ეფექტურად გაიღიავოთ თმა.

3. ტუჩების მვლისთვის. განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე ჩვენი ტუჩები ითხოვენ დამატებით დაცვას და დატენიანებას. რეკომენდირებულია ყოველდღიურად იკეთოთ ნიღბები თაფლით, გამოიყენოთ ტუჩ-საცხები, რომლებიც ამ პროდუქტის საფუძველზეა დამზადებული.

4. არასასურველი თმის მოსაცილებლად. პროცედურა შუგარინგი კოსმეტოლოგიაში დღეს ყველაზე მეტად მოთხოვნადია. იმისთვის, რათა ეფექტურად და ხანგრძლივად მოიშოროთ სხეულზე თმა, რეკომენდირებულია კვირაში 1-2-ჯერ ჩაიტაროთ შუგარინგის პროცედურა, რომელიც მარტივად კეთდება სახლის პირობებში.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
516 ნახვა
11-10-2017, 19:16
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!