ნებაჰატ ჩეჰრე გადაღებებისთვის დიდ ჰონორარს ითხოვს

ნებაჰატ ჩეჰრე გადაღებებისთვის დიდ ჰონორარს ითხოვს

ცნობილი თურქი მსახიობი ნებაჰატ ჩეჰრე უკვე 56 წლის განმავლობაში ახარებს თაყვანისმცემლებს დაუვიწყარი როლებით. ნებაჰატის ვარკვლავი აინთო დაახლოებით 60 წლის წინ ფილმ ''Yaban Gülüm-ის'' გამოჩენასთან ერთად. ამის შემდეგ მსახიობმა კიდევ ას წარმატებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა.

2008 წელს ნებაჰატ ჩეჰრემ შეასრულა ფირდევსის როლი სერიალ ''აკრძალულ სიყვარულში''. ნებაჰატის პოპულარობა საკმაოდ გაიზარდა. ხოლო სერიალ ''დიდებულ საუკუნეში'' მონაწილეობის შემდეგ, ნიჭიერი მსახიობის დიდება თურქეთის საზღვრებს გასცდა.

მან უკანასკნელად როლები შეასრულა სერიალებში ''AŞK და ''Kara Para Aşk''. უკვე 2,5 წელია, რაც მსახიობი შვებულებაშია და არ მონაწილოებს არც ერთ ახალ პროექტში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ნებაჰატ ჩეჰრეს კარიერაში პაუზა გამოიწვია ჰონორარის საკითხმა. ვარსკვლავი თანხმდება იმ სერიალებში მონაწილეობის მიღებას, სადაც არა ნაკლებ 80 000 თურქულ ლირას გადაუხდიან.
თვითონ ნებაჰატ ჩეჰრე თვლის, რომ აზრი არ აქვს იაფასიან პროექტებში მონაწილეობის მიღებას.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
909 ნახვა
11-10-2017, 19:16
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!