ფუტსალი: ჯორჯიანსი - რეკორდსი 0:1 - საქართველოს ჩემპიონმა მეორე შეხვედრა წააგო

ფუტსალი: ჯორჯიანსი - რეკორდსი 0:1 - საქართველოს ჩემპიონმა მეორე შეხვედრა წააგო

ფუტსალში უეფას თასის გათამაშებაზე ჩვენმა ჩემპიონმა "ჯორჯიანსმა", გუშინ, 10 ოქტომბერს, სლოვაკეთში ერთ-ერთი ფავორიტი ჰოლანდიური "კნოპუნტი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა, დღეს კი პოლონეთის ქალაქ ბიელსკო ბალას „რეკორდსთან“ 0:1 წააგო. ჩვენმა გუნდს გოლი მე-16 წუთზე მიხალ კუბიკმა გაუტანა.

ჩვენს ჯგუფში ბრატისლავას „სლოვანისა“ და „კნოპუნტის“ შეხვედრა კი 4:6 დასრულდა და ოთხივე გუნდს 3-3 ქულა აქვს.

13 ოქტომბერს „ჯორჯიანსი“ ტურნირის მასპინძელს „სლოვანს“ შეხვდება.
წყარო: sportall.ge
200 ნახვა
11-10-2017, 23:43
ავტორი: aTTiLa
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!