ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი მეორე შვილის გაჩენას გეგმავენ

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი მეორე შვილის გაჩენას გეგმავენ

31 წლის ირინა შეიკს და 42 წლის ბრედლი კუპერს მოსწონთ მშობლების როლი, ვინაიდან ვარსკვლავებმა უკვე დაიწყეს ფიქრი მეორე ბავშვზე. მათი პირველი შვილი ლეა, ქვეყანას მოევლინა ამ გაზაფხულზე, ხოლო უკვე შემდეგ წელს შეიკი და კუპერი გეგმავენ მას დაიკო ან ძამიკო აჩუქონ. „ირინას და ბრედლის ძალიან უნდათ მეორე ბავშვი. მათ არ უნდათ ამის გადადება და ამას, შემდეგი წლისთვის გეგმავენ. ირინას ძალიან მოსწონს დედობა’’-განაცხადა წყარომ.

ვარსკვლავები წყაროს სიტყვებით შესანიშნავად უმკლავდებიან მშობლების მოვალეობებს და ცდილობენ მოერგონ ბავშვის საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად სამ ქალაქში ცხოვრობენ-ლონდონი, ლოს-ანჯელესი და ნიუ-იორკი: „ისინი ინაწილებენ ბავშვის მოვლის პასუხისმგებლობას. ბრედლი და ირინა წარმოუდგენლად თბილი და მზრუნველი მშობლები არიან’’.
რა თქა უნდა, წყვილი საკუთარი თავის შესახებ არ ივიწყებს: „ისინი ხშირად აწყობენ რომანტიკულ შეხვედრებს, მათ შორის კავშირი ძალიან ძლიერია, ბრედლი გიჟდება ირინაზე.’’-აცხადებს წყარო.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
275 ნახვა
12-11-2017, 15:01
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!