ჯენიფერ ლოურენსი და დარენ არონოფსკი დაშორდნენ

27 წლის ჯენიფერ ლოურენსი აღარ არის 48 წლის დარენ არონოფსკის მუზა: დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსახიობი და რეჟისორი, რომელთა რომანი გრძელდებოდა ერთ წლის განმავლობაში, დაშორდნენ. ბოლოს ისინი ერთად ესწრებოდნენ Governors Awards 2017-ის ცერემონიას, რომელიც გაიმართა 11 ნოემბერს ჰოლივუდში.

წყაროების განცხადებით, ლოურენსი და არონოფსკი დაშორდნენ ოქტომბერში, მაგრამ შეინარჩუნეს მეგობრული ურთიერთობა. „დაშორება იყო მშვიდობიანი. ისინი მეგობრებად დარჩნენ.’’-განაცხადა წყარომ.

ჯენიფერმა და დარენმა ერთმანეთი გაიცნეს ფილმის „დედა’’ გადაღებებზე, სადაც დარენი რეჟისორი იყო, ხოლო ჯენიფერი მთავარ როლს ასრულებდა.

ჯენიფერ ლოურენსი და დარენ არონოფსკი დაშორდნენ


სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
297 ნახვა
23-11-2017, 15:40
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!