ჯიმ კერი გამოტყდა, რომ დაამარცხა მძიმე დეპრესია

55 წლის ჯიმ კერიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან დაამარცხა მძიმე დეპრესია, რომელიც მას რამდენიმე წლის განმავლობაში ტანჯავდა. მსახიობის სიტყვებით, მან ისწავლა ფსიქოლოგიური პრობლემების მართვა: ''ახლა მე აღარ მაქვს დეპრესია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მქონდა. ახლა შემიძლია მშვიდად ვუყურო, როგორ მოდის წვიმა. ის დასრულდება და არ დამახრჩობს.''-თქვა კერიმ.

დოკუმენტურ ფილმში ''ჯიმი და ენდი: სხვა სამყარო'', რომლის მსოფლიო პრემიერაც შედგა მიმდინარე წლის სექტემბერში, მსახიობი გამოტყდა, რომ ზოგჯერ თავს გრძნობს ბედნიერად, მაგრამ აქვე ამბობს, რომ უკეთესადაც შეიძლება.
''მომხდარი ნამდვილად კარგია, მაგრამ ცუდიც ასევე არსებობს. ზოგიერთი ადამიანი ბოლო წლების განმავლობაში, მოდიოდა ჩემს ცხოვრებაში, რათა წაერთმიათ წმინდა გრაალის ნაწილი, მაგრამ გრაალი არის ისეთი რამ, რომლის გაყოფაც არ შეიძლება''-განაცხადა მსახიობმა.

შეგახსენებთ, ორი წლის წინ მსახიობის შეყვარებულმა 28 წლის კატრიონა უაიტმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც კერის დაშორდა. მისმა ოჯახმა მსახიობი დაადანაშაულა მომხდარ ტრაგედიაში.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
236 ნახვა
25-11-2017, 01:16
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!