5 საშუალება იმისთვის, რომ ფინანსები მოვიზიდოთ

1. გაუფრთხილდით ხელფასს
დამეთანხმებით, რომ მიღებული ხელფასი ბედნიერების წუთია. არის ერთი გზა, რათა თავი ავარიდოთ არასასურველ ხარჯებს. ეცადეთ ფული შეინახოთ საფულეში დღე-ღამის განმავლობაში. თქვენ იგრძნობთ წარმატების ენერგიას და გამომუშავებული ფულის მნიშვნელობას. ფენშუს წესებით საფულე არასდროს უნდა იყოს ცარიელი.

2. დამატებითი შემოსავალი.
თუ არსებობს რაიმე დამატებითი სამუშაო, მაშინ არ ღირს შესაძლებლობის ხელიდან გაშვება. წარმატებული ადამიანის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია დროის სწორად განაწილება. ეს დაგეხმარებათ ცხოვრების ფინანსური ასპექტის დასტაბილურებაში. ასევე იქნება სარეზერვო ვარიანტი და მოგცემთ საშუალებას გარკვეულწილად დამოუკიდებლად იგრძნოთ თავი.

3. დაგეგმეთ ბიუჯეტი.
ეცადეთ იპოვოთ დრო, რათა დაგეგმოთ თქვენი ბიუჯეტი, ერთი წლისთვის ან მინიმუმ ერთი თვისთვის. ეს საშუალებას მოგცემთ დააკვირდეთ თქვენს ხარჯებს და იცოდეთ, რა თანხა გჭირდებათ მომდევნო პერიოდისთვის.

4. ინვესტირება ჩადეთ საკუთარ თავში.
ყველაზე მომგებიანია, როდესაც საკუთარ თავში დებთ ინვესტიციას და ცდილობთ განვითარებას. თუ თქვენ გინდათ, რომ იყოთ წარმატებული, მაშინ აუცილებელია მუდმივი განვითარება. ნუ დაზოგავთ ფულს იმისთვის, რათა აიმაღლოთ კვალიფიკაცია. ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად გამოგადგებათ. მოგზაურობაც ასევე გაძლევთ საშუალებას გაზრდისა.

5. დააფასეთ საკუთარი თავი.

ნურასდროს იმუშავებთ იქ, სადაც არ მოგწონთ ყოფნა. ეს საფრთხეს უქმნის ფინანსურ კეთილდღეობას. აუცილებელია სიამოვნების მიღება იმისგან, რასაც აკეთებთ. წარმატების საიდუმლო ძალიან მარტივია-დააფასეთ საკუთარი თავი და თქვენი საქმე.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
2736 ნახვა
25-11-2017, 10:47
ავტორი: GOGATV
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!