რობერტ პატინსონმა უარი თქვა სწავლაზე „ჰარი პოტერში’’ როლისთვის

რობერტ პატინსონმა ბოლო ინტერვიუში, ისაუბრა იმის შესახებ, რომ ფილმში „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი’’ როლისთვის უარი თქვა უნივერსიტეტში სწავლაზე.

2005 წელს, როდესაც პატინსონმა შეასრულა სედრიკ დიგორის როლი იყო 17 წლის. რობერტმა არჩია ფილმში მონაწილეობის მიღება უნივერსიტეტში სწავლას და ამით არაფერი დაუკარგავს: სედრიკის როლი ფილმში „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი’’ იყო „აგური’’ მსახიობის დიდების გზაზე. ამ როლმა უზრუნველყო პატინსონი კიდევ ერთი როლით ფილმში „ბინდი’’.

„ეს იყო ძალიან კარგი, როდესაც ამ ფილმის ნაწილი გავხდი. ამან, ისე, როგორც არაფერმა შეცვალა ჩემი ცხოვრება’’-თქვა რობერტმა. „გადაღებები უნდა ყოფილიყო 4 თვის განმავლობაში, მაგრამ საერთო ჯამში 10 თუ 11 თვეს გაგრძელდა. ზოგჯერ მე გადასაღებ მოედანზე ყოველ დღე მივდიოდი, ზოგჯერ კი კვირების განმავლობაში არ ვმუშაობდი. მე ვიყავი 17-ის და ერთადერთი ვიყავი, ვინც არ სწავლობდა უნივერსიტეტში, ასე რომ, როდესაც გადაღებები არ მქონდა მე უსაქმურად ვიყავი.’’

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
239 ნახვა
26-11-2017, 06:03
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!