პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დაინიშნენ

ჭორები, იმის შესახებ, რომ ჰარი და მისი შეყვარებული-ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი სულ მალე დაქორწინდებოდნენ-პრესაში დიდი ხნის წინ გამოჩნდა. მაგრამ როგორც იქნა ეს რეალობად იქცა. იმის შესახებ, რომ ქორწილი გაიმართება, გამოაცხადა კლარენს-ჰაუსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

''მისი სამეფო უდიდებულესობა უელსის პრინცი დაქორწინდება ქალბატონ მეგან მარკლზე, ქორწილი შედგება 2018 წლის გაზაფხულზე, ქორწილის უფრო კონკრეტული თარიღი დროთა განმავლობაში გამოცხადდება''.-ნათქვამია განცხადებაში.

ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის ნიშნობა გაიმართა ნოემბრის დასაწყისში ლონდონში. მას შემდეგ, რაც მეგანმა თქვა ''დიახ'', პრინცმა ჰარიმ აცნობა ამის შესახებ დედოფალს და მისი ოჯახის სხვა წევრებს. გარდა ამისა, პრინცმა ჰარიმ მიიღო საცოლის მშობლებისგან კურთხევა.

წყვილის მოახლოვებული ქორწილის შესახებ კომენტარი გააკეთა ჰარის ძმამ-პრინცმა უილიამმა და მისმა ცოლმა კეიტ მიდლტონმა: ''ჩვენ ძალიან ვღელავდით და ბედნიერები ვართ ჰარის და მეგანის გამო. ჩვენ მოხარულები ვიყავით, როდესაც გავიცანით მეგანი და დავინახეთ, როგორ ბედნიერები არიან ერთად.''


სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
579 ნახვა
27-11-2017, 16:04
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!