ჯენიფერ ლოურენსმა აღიარა, რომ „ნაძირალასავით იქცევა’’

პოპულარული ჰოლივუდელი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი გამოტყდა, რომ ზოგჯერ ძალიან უხეშად ექცევა თაყვანისმცემლებს. ამის შესახებ მან ისაუბრა ჟურნალ Variety-თან.
მსახიობმა ისაუბრა თუ როგორ ახდენს გავლენას საქმიანობა პირად ცხოვრებაზე.
„როდესაც მე ავღმოჩნდი საჯარო თავშეყრის ადგილში, მაშინვე გავხდი ძალიან უხეში. მე გადავიქეცი ნამდვილ ნაძირალად. ეს ჩემი ერთადერთი საშუალება იყო თავის დასაცავად.’’
მან ასევე თქვა, რომ ხშირად უარს ეუბნებოდა ადამიანებს ფოტოზე ან ავტოგრაფზე. კიდევ ჯენიფერმა განაცხადა, რომ კომიკოსებს უფრო რთულად აქვთ საქმე და მაგალითად მოიყვანა თავისი პოპულარული მეგობარი ემი შუმერი.
ჯენიფერის სიტყვებით, ემისთან გსეირნება უბრალოდ შეუძლებელია, რადგან უამრავი თაყვანისმცემელი გროვდება მის გარშემო.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
240 ნახვა
30-11-2017, 09:54
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!