ბრედ პიტმა ჯენიფერ ენისტონთან განქორწინებას შეცდომა უწოდა

თუ ანჯელინა ჯოლისთან ქორწინებას ბრედ პიტი ახასიათებს, როგორც ''12 წლიან ჯოჯოხეთს'', ამას ვერ ვიტყვით ჯენიფერ ენისტონთან ცოლ-ქმრულ ცხოვრებაზე. წყარომ, რომელიც პიტის უახლოეს გარემოცვაში არის, InTоuchWeekly-ის მოუყვა, რომ ''ის მიხვდა, როდესაც ჯენიფერისგან ანჯელინასთან წავიდა-დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა თავის ცხოვრებაში. მხოლოდ ახლა მიხვდა, რამდენად ძლიერად უყვარს ის.''

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ჯოლი და ბრედი განქორწინდნენ, ბრედმა პატიება სთხოვა ენისტონს ღალატის გამო. მსახიობმაც მას აპატია. ''მან პატიება ითხოვა ყველაფრისთვის. მათი საუბრის შემდეგ ყველა წყენამ და ტკივილმა, რომელთა გამოც ენისტონი წლების განმავლობაში იტანჯებოდა, გარეთ გამოაღწია და მან ბევრი იტირა.''-განაცხადა წყარომ.

2000 წელს ენისტონი ცოლად გაჰყვა ბრედს. ჩანდა, რომ მათ ურთიერთობას ვერაფერი დააზარალებდა, მაგრამ ანჯელინა ჯოლის გამოჩენის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მსახიობმა თავბრუ დაახვია პიტს ''მისტერ და მისის სმიტების'' გადაღებებზე. დიდი ხნის განმავლობაში ისინი მალავდნენ თავიანთ რომანს, რომლის შესახებ თვითონ ენისტონმაც თავდაპირველად არაფერი იცოდა. 2005 წლის ოქტომბერში, ენისტონმა განქორწინება მოითხოვა, უკვე შვიდ თვეში მის ყოფილ ქმარს და ჯოლის ქალიშვილი შეეძინათ.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
482 ნახვა
2-12-2017, 19:38
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!