ზინედინ ზიდანი: როდესაც ვარანმა ტრავმა მიიღო, პრობლემები დაგვეწყო

ზინედინ ზიდანი: როდესაც ვარანმა ტრავმა მიიღო, პრობლემები დაგვეწყო

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოგებული მატჩი (3:2) მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ასე შეაფასა:

"შეხვედრა კარგად დავიწყეთ, გოლი გავიტანეთ, მაგრამ როდესაც ვარანმა ტრავმა მიიღო, პრობლემები დაგვეწყო. ბოლო ნახევარი საათი ჩინებულად ვითამაშეთ. ვარანის ტრავმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ხვალ მოგაწვდით. ისე, სერიოზული დანაკლისია. რაფაელი იძახის, სერიოზული არაფერი არ მჭირსო. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, შაბათს "სევილიასთან" შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის მესამედ მოგებას, ამაზე ჯერ არ ვფიქრობ. მთავარი პლეი-ოფში გასვლა იყო და ამას მივაღწიეთ. ახლა პრიმერასა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია, ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრისთვის კი დრო გვექნება".
წყარო: sportall.ge
46 ნახვა
6-12-2017, 23:18
ავტორი: aTTiLa
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!