ჯენიფერ ლოურენსი და დარენ არონოფსკი დაშორდნენ ასაკში სხვაობის გამო

ჯენიფერ ლოურენსისა და დარენ არონოფსკის რომანი თავიდანვე სიუპრიზი აღმოჩნდა თაყვანისმცემლებისთვის-პირველ რიგში ასაკში განსხვავებისთვის, რამდენადაც ჯენიფერი რეჟისორზე 22 წლით უმცროსია. თუმცა, შეყვარებულები იმდენად ბედნიერნი ჩანდნენ, რომ ჩანდა თითქოს ასაკში განსხვავება მათ არ აღელვებდათ-თუმცა წყაროების თქმით სწორედ ამან გამოიწვია მათი ურთიერთობის დასრულება.

26 წლის ჯენიფერი და 48 წლის დარენი დაშორდნენ ამ წლის ნოემბერში, რამდენიმე თვიანი რომანის შემდეგ, რომელიც დაიწყო ფილმის ''დედა!'' გადაღებებზე, სადაც არნოფსკი იყო რეჟისორი, ხოლო ლოურენსი მთავარ როლს ასრულებდა. მაგრამ როგორც კი გადაღებები და პრეს-ტური დასრულდა, ჯენიფერმა და დარენმა აღმოაჩინეს, რომ არც ისე ბევრი ჰქონიათ საერთო: ''როგორც კი ისინი გადაერთვნენ ახალ პროექტზე და ინტერესებზე, მათ გაუჭირდათ ნებისმიერი სახის ურთიერთობის შენარჩუნება. ისინი არასდროს აპირებდნენ დაქორწინებას-ისინი უბრალოდ სასიამოვნოდ ატარებდნენ დროს და ტკბებოდნენ იმით, რასაც ერთმანეთს აძლევდნენ'', -ამბობს წყარო. ისინი განსხვავებულები არიან, მათ ასაკს შორის დიდი განსხვავებაა ''ჯენი ჯერ კიდევ ვერ ხვდება როგორ უნდა იცხოვროს, ხოლო დარენს ცხოვრებაში მოთხოვნილებები აქვს, რომელიც ჯერ კიდევ არ ესმის''.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
185 ნახვა
16-12-2017, 02:02
ავტორი: ნიკა
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!