მსახიობი გიორგი მახარაძე მძიმე სენს ებრძვის

დღეს დილით, სოციალურ ქსელში, ფეისბუქ გვერდზე „ქართველი ემიგრანტები აშშ-ში“ მსახიობ გიორგი მახარაძის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია გავრცელდა:
„მეგობრებო, ვწუხვართ, რომ შობას ასეთი ინფორმაციის დაწერა გვიწევს, მაგრამ ვისთვის რა და ზოგისთვის, ჯანმრთელობაა საჩუქარი საახალწლოდ. ყველა კარგად ვიცნობთ მსახიობს გიორგი მახარაძეს. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა მას "ჩემი ცოლის დაქალებმა" მაქსიმეს როლის შესრულებით. ზოგს შეიძლება სერიალი "ტიფლისიდანაც" გახსოვთ. მას სამწუხაროდ დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის მკურნალობის ხარჯებს ოჯახი თავისი სახსრებით ვერ გასწვდება. ძალიან გთხოვთ, მას ახლა, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, რომ დაამარცხოს ვერაგი დაავადება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. განცხადებას დავურთავთ ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც თანხის გადარიცხვისთვის დაგჭირდებათ. უღრმესი მადლობა თითოეულს და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდით.“
განცხადების დადებიდან, რამდენიმე წუთში, აღნიშნულმა ინფორმაციამ უამრავ ადამიანამდე მიაღწია. ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები გაერთიანდნენ და gofundme.com-ზე თანხის შეგროვება დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ მსახიობს საქართველოში ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და იგი 3 იანვრიდან თურქეთში გააგრძელებს მკურნალობას.

Goga.TV გიორგი მახარაძის დახმარების მსურველებს გაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას:
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ "თიბისი" ბანკის ანგარიშზე: GE16TB7747845061100065

მიმღები: თეონა ჩივაძე
599070709 თეონა ჩივაძე (გიორგის დედა)

მსახიობი გიორგი მახარაძე მძიმე სენს ებრძვის
3330 ნახვა
25-12-2017, 23:14
ავტორი: GOGATV
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!