17-წლამდელთა ნაკრები მინსკის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას

ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადების მორიგ ეტაპზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა დღეიდან სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეკრება დაიწყო. გიორგი ნემსაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთაგან 20 იანვარს მინსკის საერთაშორისო ტურნირზე წასაყვანთა სიას შეადგენს.

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა კუტალაძე (დინამო თბ);

მცველები: ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), ზურაბ გიგაშვილი (ანკარაგიუჯუ, თურქეთი), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), გოგა გოგოლაძე (რუსთავი), ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო);

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი (დინამო თბ), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), თორნიკე ასკურავა (საბურთალო), ლადო ჩიხლაძე (საბურთალო), აკაკი დეკანოსიძე (იმოლეზე, იტალია);

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (დინამო თბ), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (იბერია).

მინსკის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი 21-28 იანვარს გაიმართება. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მესამე ჯგუფშია უკრაინასთან, ყაზახეთთან და მოლდოვასთან ერთად. გიორგი ნემსაძის გუნდი 22 იანვარს ყაზახეთს ეთამაშება, 23 იანვარს - მოლდოვას, ხოლო 25 იანვარს - უკრაინას. ამის შემდეგ კი პლეიოფები დაიწყება.
წყარო: sportall.ge
41 ნახვა
10-01-2018, 23:40
ავტორი: aTTiLa
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!