"ენმ" ბიძინა ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესს აპროტესტებენ

გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქცია გამართეს მახინჯაურში. ისინი ბიძინა ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესს აპროტესტებდნენ. ოპოზიციის წარმომადგნლებმა ხეების ადგილზე დატოვება და ამ პროცესის შეწყვეტა მოითხოვეს.

აქციის ფარგლებში "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა ხეებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატებიც გააკრეს.

"წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ახირებას ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ჩვენ პროტესტს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ახლა ჩვენ მშვიდობიანი აქციით კვირიკაშვილის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პირის ტერმინოლოგიით მივმართავთ, რომ ეგებ ახლა მაინც შეჩერდეს და ეს ვანდალური პროცესი შეაჩეროს," - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ადამიამ.
156 ნახვა
12-01-2018, 00:23
ავტორი: news
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!