"ლონდონ აირიში" "კრასნი იარს" ლაშა ლომიძის გარეშე დაუპირისპირდება

"ლონდონ აირიშის" ქართველი მორაგბე ლაშა ლომიძე გუნდს "ჩელენჯ ქაფის" მე-5 ტურის მატჩში ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს "ლონდონ აირიში" "კრასნი იარს" უმასპინძლებს. მატჩი ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება. ხოლო 20 იანვარს რუსული გუნდი ინგლისელებს თბილისში, "შევარდენზე" მიიღებს.

ბრიტანელებს საბრძოლო შემადგენლობა ჰყავთ, თუმცა ლეგიონერების უმეტესობას დასვენების საშუალება მისცეს. ამიტომ საია ფაინგა, ბრენდან მაკბინი (ორივე ავსტრალია), ბენ ფრენქსი (ახალი ზელანდია), გორდონ რიდი, ბლეირ კოუენი (ორივე შოტლანდია), მანასა საულო, ასაელი ტიკოიროტუმა, ნაპოლიონი ნალაგა (სამივე ფიჯი) და ლაშა ლომიძე (საქართველო) განაცხადს მიღმა არიან.

რაც შეეხება "კრასნი იარს", სადებიუტო ოფიციალურ მატჩს გამართავს "ბორჯღალოსნების" წევრი სოსო მათიაშვილი, რომელიც რუსულ გუნდში იჯარის წესით არის.

ასევე შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ლაშა მალაღურაძე.
წყარო: sportall.ge
52 ნახვა
12-01-2018, 23:58
ავტორი: aTTiLa
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!