goga.tv
Goga.tv
gzavmili

ფილმი "საზღვარი" რომელიც თითოეული ჩვენგანის სათქმელს იტყვის

ყველას კარგად მოგეხსენებათ ჩვენს ქვეყანაში არსებული მიმდინარე მოვლენების შესახებ, თუ რაოდენ კრიტიკულ მდგომარეობაში ვიმყოფებით ერი და უფრო უარესი, უმეტესობა ჩვენგანი ამ ყველაფერის დარდს მხოლოდ ტელევიზორის, კომპიუტერისა თუ ძვირფასი სმარტფონების უსაფრთხო მონიტორების მიღმა ვკლავთ. დღეს „მცოცავი ოკუპაცია“ ჩვენი მთავარი მწვავე თავისტკივილია, რომელიც დღითიდღე უფრო იზრდება. ჩვენ აღარ ვაპირებთ მშვიდად ყოფნას და ფილმი, რომელსაც ვიღებთ სწორედ ამ პრობლემას ეხება. ჩვენ უკვე მზად გვაქვს სცენარი და ამ ფილმისთვის მხოლოდ ფინანსებია საჭირო, რათა შევძლოთ და სრულიად საქართველოს სათქმელი ეკრანზე გადმოვიტანოთ. მთელი გუნდი ვეცადეთ, რომ თითოეული თქვენგანის გულში ჩაგვეხედა და მთელი ეს ტკივილი მაქსიმალური სიზუსტით გადმოგვეცა, არამარტო აქ, ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვრებს გარეთაც გაიგებენ ჩვენს სიტყვას, რადგან ამ ფილმს ფესტივალებზე გავაგზავნით. ჩვენ “St. Art Films Production”_ი ვმუშაობთ თქვენთვის და ყოველთვის ვცდილობთ შევეხოთ იმ თემებს, რაც უდიდეს ყურადღებას მოითხოვს, ეს ჩვენი რიგით მე-9 ნამუშევარი იქნება, ვცდილობთ პროექტიდან პროექტამდე გავუმჯობესდეთ და პროდუქტი რასაც გთავაზობთ უმაღლესი ხარისხით მოგაწოდოთ. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, გავერთიანდეთ, რათა ერთობლივად შევქმნათ ფილმი, “საზღვარი“ რომელიც იტყვის თითოეული ჩვენგანის სათქმელს. გავერთიანდეთ და ერთად ვებრძოლოთ მცოცავ ოკუპაციას. #სამშობლოსთვის #ფილმისაზღვარი #არაოკუპაციას! ვისაც გაქვთ სურვილი მიიღოთ მონაწილეობა ფილმის დაფინანსებაში

ამ ანგარიშზე შეძლებთ თანხის გადმორიცხვას:

თიბისი ბანკი
GE22TB7996636515100009
მიმღები: სერგო ცინცაბაძე (Sergo Tsintsabadze)

დანიშნულებაში სასურველია მიუთითოთ: საზღვრისთვის

რეჟისორი: ანრი ფაშურიშვილი
სცენარის ავტორი: ამირან დოლიძე
პროდიუსერი: სერგო ცინცაბაძე, კახი სისაური, ამირან დოლიძე, ანრი ფაშურიშვილი.

ფილმი "საზღვარი" რომელიც თითოეული ჩვენგანის სათქმელს იტყვის
771 ნახვა
22-01-2018, 20:37
ავტორი: GOGATV
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!