goga.tv
Goga.tv
gzavmili

პეტრო პოროშენკომ სააკაშვილის ქვეყნიდან შესაძლო გაძევებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

მიხეილ სააკაშვილის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, პეტრო პოროშენკომ სააკაშვილის ქვეყნიდან შესაძლო გაძევებასთან დაკავშირებით განცხადება
ავსტრიულ გამოცემასთან ინტერვიუში გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არ არის უკრაინის მოქალაქე და ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ აქვს.

პოროშენკოს თქმით, სააკაშვილმა დაარღვია უკრაინის კანონი და მისი ექსტრადირების საკითხზე საემიგრაციო და საზღვრის დაცვის სამსახურმა უნდა იმუშავოს.
197 ნახვა
12-02-2018, 09:01
ავტორი: news
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!