goga.tv
Goga.tv
gzavmili

გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარება ამ დრომდე მძიმეა და ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

პატიმრის უფლებებს, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრადლებით არის დაკავებული, "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" იცავს. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ეს თვითმკველობის მცდელობა არ არის, რადგან ამ დრომდე იარაღი, რომლითაც მსჯავრდებულმა დაზიანებები თითქოსდა მიიყენა, ნაპოვნი არაა.

გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ შეწყვეტილია თავის ტვინის ფუნქციონირება, თირკმელებიც არის გათიშული.საკმაოდ არასაიმედო ვითარებაა მისი გადარჩენის კუთხით.

ოჯახი დაინტერესდა დეტალებით, მიუხედავად იმისა, რომ სუიციდს ვარაუდობს გამოძიება და 115-ე მუხლით არის საქმე აღძრული, ადგილზე ნანახი ვერ იქნა ის საგანი, რითაც დაზიანებას მიიყენებდა, რაც თვითმკვლელობის ვერსიას საეჭვოს ხდის“-აცხადებს იურსიტი არჩილ ჩოფიკაშვილი.
190 ნახვა
14-02-2018, 01:06
ავტორი: news
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!