goga.tv
Goga.tv
gzavmili

დონ სილვიოს არშემდგარი რომანი

ნათქვამია, “გაჭირვებუილ კაცს ქვა აღმართში მოეწიაო”... დიდად ვერ დავდებთ თავს, რომ ეს ანდაზა იტალიის ყოფილ პრემიერ მინისტრსა და საფეხბურთო კლუბ “მილანის” პრეზიდენტს, სილვიო ბერლუსკონის სრულად შეესატყვისებაო, მაგრამ ის კი ცხადია, რომ როდესაც დონ სილვიოს გაუჭირდა, ყველამ სწორედ მაშინ გაიხსენა მის მიერ ჩადენილი ცუდი საქმეები.
იტალიელი მოდელი, კლაუდია რომანი ირწმუნება, რომ სილვიო ბერლუსკონიმ სამი წლის წინ მისი გაუპატიურება სცადა და ბებერი ოღრაში ბელუსკონისგან ძალადობას მხოლოდ მისმა დაცვამ გადაარჩინა. ისიც ნათქვამია: ”საცა ასი, იქაც ერთიო” და ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, თუკი ბელუსკონისადმი წაყენებულ ურიცხვ ბრალდებებს კლაუდია რომანის გაუპატიურების მცდელობაც მიემატება.
1 147 ნახვა
29-07-2013, 08:31
ავტორი: gogaggg2
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!